სკოლის
ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის კათედრებთან შეხვედრის მოკლე
ჩანაწერის ფორმა
შეხვედრის თემა __ სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიები
შეხვედრის თარიღი----10.04.2014 წ--------------
შეხვედის თემის მოკლე აღწერა
და მონაწილეთა კომენტარები
|
წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილია
სასწავლო მეთოდები; ვიმსჯელეთ, რამდენად საჭიროა მსგავსი კონკრეტული
აქტივობების შეთავაზება პედაგოგებისათვის; დავგეგმეთ გაკვეთილების ჩატარება წარმოდგენილი
აქტივობების გამოყენებით.
იზო სამუშია -- პრეზენტაცია წარმოადგენს ეფექტურ
სასწავლო რესურს პედაგოგებისათვის; მეტად
მნიშვნელოვნად მიმაჩნია თითოეული აქტივობის პრაქტიკული განხორციელება;
ეკატერინე ტარყაშვილი - ვფიქრობ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ყველა
პედაგოგის სურვილი იქნება შეასრულოს თითოეული აქტივობა და ნახოს შედეგი;
ნანა მორჩაძე --
ვისურვებდი, რომ პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრებმა თვითონ გვიჩვენონ როგორ
იყენებენ ამ აქტივობებს.
მანანა ბერაძე - მომწონს ამ ტიპის თანამშრომლობა. კარგი იქნება,რომ
ხშირად შემოგბთავაზონ მსგავსი პრეზენტაციები,
ლალი ლომიძე
-- ყოვეთვის მხიბლავს კონკრეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილებზე ეფექტურად ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს,
ეს პრეზენტაცია შემიძლია გამოვიყენო მაძიებლებთან მუშაობისთვის;
რუსუდან მურცხვალაძე -მივესალმები პროფესიული განვითარების ჯგუფის ყველა
აქტივობას და მიხარია, რომ ისინი გეგმავენ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
|
ჯგუფის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით და /ან
ახალი და მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
|
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე მამარდაშვილმა მე-8 კლასში
ჩაატარა გაკვეთილი, რომელზეც უჩვენა კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დისკუსია
არგუმენტირებული ესეს სწავლებისას(თემა-"მამა შვილის საუკეთესო მასწავლებელია")
|
Комментариев нет:
Отправить комментарий