четверг, 1 мая 2014 г.

  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის კათედრებთან შეხვედრის მოკლე ჩანაწერის ფორმა

შეხვედრის თემა __ სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიები
შეხვედრის თარიღი----10.04.2014 წ--------------

                    შეხვედის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები


   წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილია სასწავლო  მეთოდები;  ვიმსჯელეთ, რამდენად საჭიროა მსგავსი კონკრეტული აქტივობების შეთავაზება პედაგოგებისათვის; დავგეგმეთ გაკვეთილების ჩატარება წარმოდგენილი აქტივობების გამოყენებით.

 იზო სამუშია -- პრეზენტაცია წარმოადგენს ეფექტურ სასწავლო რესურს პედაგოგებისათვის;  მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია თითოეული აქტივობის პრაქტიკული განხორციელება;

ეკატერინე ტარყაშვილი  -  ვფიქრობ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ყველა პედაგოგის სურვილი იქნება  შეასრულოს თითოეული  აქტივობა და ნახოს შედეგი;

ნანა მორჩაძე -- ვისურვებდი, რომ პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრებმა თვითონ გვიჩვენონ როგორ იყენებენ ამ აქტივობებს.

მანანა ბერაძე - მომწონს ამ ტიპის თანამშრომლობა. კარგი იქნება,რომ ხშირად შემოგბთავაზონ  მსგავსი პრეზენტაციები,

ლალი ლომიძე  -- ყოვეთვის მხიბლავს  კონკრეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ  გაკვეთილებზე ეფექტურად ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, ეს პრეზენტაცია შემიძლია გამოვიყენო მაძიებლებთან მუშაობისთვის;
რუსუდან მურცხვალაძე -მივესალმები პროფესიული განვითარების ჯგუფის ყველა აქტივობას და მიხარია, რომ ისინი გეგმავენ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.


ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით  და /ან   ახალი და მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია. 


     ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე მამარდაშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა გაკვეთილი, რომელზეც უჩვენა კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დისკუსია არგუმენტირებული ესეს სწავლებისას(თემა-"მამა შვილის საუკეთესო მასწავლებელია")












вторник, 29 апреля 2014 г.

  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის შეხვედრის მოკლე ჩანაწერის ფორმა
შეხვედრის თარიღი  _______26. 03 .2014 წელი_______________________
შეხვედრის თემა __ მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ფილმის ჩვენება

                    შეხვედის თემის მოკლე აღწერა და მონაწილეთა კომენტარები


ვნახეთ ფილმი მასწავლებელთა ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის ფორმების შესახებ; მოვინიშნეთ პროტოკოლები; ვიმსჯელეთ, რამდენად საჭიროა მსგავსი კონკრეტული აქტივობების შეთავაზება პედაგოგებისათვის;  თანამშრომლობის წარმოდგენილი ფორმის შესაბამისად,  დავგეგმეთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება.
 მარინე მამარდაშვილი -- ფილმი წარმოადგენს ეფექტურ სასწავლო რესურს პედაგოგებისათვის; დაკონკრეტებულია თითოეული აქტივობის განხორციელების გზები, მიზანი და მოსალოდნელი შედეგი. ვფიქრობ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ყველა პედაგოგის სურვილი იქნება  შეასრულოს თითოეული პროტოკოლის შესაბამისი აქტივობა. 

დალი ოდიშარია --  თანამშრომლობის მრავალ ფორმას ვიყენებდით, მაგრამ ამ ფილმის  ნახვის  შემდეგ  მივხვდით, დაკონკრეტებული აქტივობის შეთავაზება მეტად ეფექტურად იმუშავებს  თანამშრომლობითი ურთიერთობების დასახვეწად  და წაახალისებს პედაგოგებს  იზრუნონ   თვითგანვითარებაზე.

ნონა  ბეროშვილი  -- ფილმში  მოცემული  ურთიერთდასწრების   კონკრეტული   ფორმები  საინტერესოა  და  მნიშვნელოვანი  იქნება  პედაგოგთა  ურთიერთთანამშრომლობისათვის.  სასურველია,   ყველა  პედაგოგმა  ნახოს  ფილმი  და  იზრუნოს   თვითგანვითარებაზე   და   კოლეგებთან   თანამშრომლობის   გაღრმავებაზე.

მარინა ტარუღიშვილი - ფილმით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ თანამშრომლობა ბევრს ნიშნავს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი სწორად წარმართვისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კოლეგების ურთიერთშეფასება,რაც გასათვალისწინებელია ყველა მასწავლებლის მიერ.
მაკა კოპლატაძე - ფილმი ძალიან საინტერესო იყო და მისი ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ურთიერთთანამშრომლობა და კოლეგების ურთერთშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

მაია ლაზაშვილი  - ფილმის ნახვით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თანაშრომლობა  თვითგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვმელოვანი  ფორმაა. მასწავლებლები შეძლებენ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებას,რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე.

შორენა კუპრავა  -  ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მეც დავესწრო გაკვეთილებს კონკრეტული მიზნით, რადგან ამ ტიპის თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ზოგადი.

ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით  და /ან   ახალი და მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია. 


·         ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, დასწრებოდნენ ერთმანეთს გაკვეთილებზე თითოეული პროტოკოლის შესაბამისი აქტივობით,რათა პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა.შემუშავდა დასწრების გრაფიკი შემდეგი კვირისთვის.
·         ჯგუფის წევრებმა გაიაზრეს,თუ როგორ უნდა გამოიყენონ აღნიშნული აქტივობა კოლეგების შეფასებისა და თვითშეფასებისათვის.
·         განიხილეს ფილმის ნახვის  შემდეგ შექმნილი რეკომენდაციების ვარიანტები.
·         იმსჯელეს იმ რისკებზე,რომელიც შეიძლება ახლდეს არამართებულ კომენტარებს.