სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ჯგუფის შეხვედრის მოკლე ჩანაწერის ფორმა
შეხვედრის თარიღი
_______26. 03 .2014 წელი_______________________
შეხვედრის თემა __ მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის
შესახებ ფილმის ჩვენება
|
შეხვედის თემის მოკლე აღწერა
და მონაწილეთა კომენტარები
|
|
ვნახეთ ფილმი მასწავლებელთა ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის
ფორმების შესახებ; მოვინიშნეთ პროტოკოლები; ვიმსჯელეთ, რამდენად საჭიროა მსგავსი
კონკრეტული აქტივობების შეთავაზება პედაგოგებისათვის; თანამშრომლობის წარმოდგენილი ფორმის შესაბამისად, დავგეგმეთ გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება.
მარინე
მამარდაშვილი -- ფილმი წარმოადგენს ეფექტურ სასწავლო რესურს პედაგოგებისათვის;
დაკონკრეტებულია თითოეული აქტივობის განხორციელების გზები, მიზანი და მოსალოდნელი
შედეგი. ვფიქრობ, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ყველა პედაგოგის სურვილი იქნება შეასრულოს თითოეული პროტოკოლის შესაბამისი აქტივობა.
დალი ოდიშარია
-- თანამშრომლობის მრავალ ფორმას ვიყენებდით,
მაგრამ ამ ფილმის ნახვის შემდეგ
მივხვდით, დაკონკრეტებული აქტივობის შეთავაზება მეტად ეფექტურად იმუშავებს თანამშრომლობითი ურთიერთობების დასახვეწად და წაახალისებს პედაგოგებს იზრუნონ
თვითგანვითარებაზე.
ნონა ბეროშვილი
-- ფილმში მოცემული ურთიერთდასწრების კონკრეტული ფორმები
საინტერესოა და მნიშვნელოვანი იქნება
პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობისათვის. სასურველია, ყველა
პედაგოგმა ნახოს ფილმი
და იზრუნოს თვითგანვითარებაზე და
კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მარინა ტარუღიშვილი -
ფილმით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ თანამშრომლობა ბევრს ნიშნავს გაკვეთილის დაგეგმვისა
და მისი სწორად წარმართვისათვის, ასევე, მნიშვნელოვანია კოლეგების ურთიერთშეფასება,რაც
გასათვალისწინებელია ყველა მასწავლებლის მიერ.
მაკა კოპლატაძე
- ფილმი ძალიან საინტერესო იყო და მისი ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ
ურთიერთთანამშრომლობა და კოლეგების ურთერთშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
მაია ლაზაშვილი -
ფილმის ნახვით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თანაშრომლობა თვითგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვმელოვანი ფორმაა. მასწავლებლები შეძლებენ იდეებისა და გამოცდილების
გაზიარებას,რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე.
შორენა კუპრავა - ფილმის
ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მეც დავესწრო გაკვეთილებს კონკრეტული მიზნით, რადგან
ამ ტიპის თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ზოგადი.
|
|
ჯგუფის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით და /ან
ახალი და მნიშვნელოვანი, სასარგებლო ინფორმაცია.
|
|
·
ჯგუფის
წევრებმა გადაწყვიტეს, დასწრებოდნენ ერთმანეთს გაკვეთილებზე თითოეული პროტოკოლის
შესაბამისი აქტივობით,რათა პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა.შემუშავდა დასწრების
გრაფიკი შემდეგი კვირისთვის.
·
ჯგუფის წევრებმა გაიაზრეს,თუ როგორ უნდა გამოიყენონ
აღნიშნული აქტივობა კოლეგების შეფასებისა და თვითშეფასებისათვის.
·
განიხილეს ფილმის ნახვის შემდეგ შექმნილი რეკომენდაციების ვარიანტები.
·
იმსჯელეს იმ რისკებზე,რომელიც შეიძლება ახლდეს არამართებულ
კომენტარებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий